Home » ეკონომიკა » Bloomberg: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აზიელები მდიდრდებიან

Bloomberg: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აზიელები მდიდრდებიან

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აზიის კონტიტენტზე მცხოვრები ადამიანების პირადი ქონება იზრდება. სააგენტო Bloomberg აქვეყნებს დიაგრამას, რომელზეც ეს ზრდა მკაფიოდ არის ასახული.

Boston Consulting Group-ის მონაცემებით, მსოფლიოს სიმდიდრემ 201,9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან 36.5 ტრილიონი აზიის რეგიონს ეკუთვნის (იაპონიის გამოკლებით). ხოლო ამ 36,5 ტრილიონის 57%-ს ჩინელები ფლობენ.

2017 წელს აზიის რეგიონი 18%-ით გამდიდრდა. მაშინ, როცა ევროპისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 15% იყო, ხოლო აშშ-სთვის – 10%-ზე ნაკლები.

Share