Home » მსოფლიო » Bloomberg-მა 2017 წელს მოსალოდნელი საფრთხეები დაასახელა 
Bloomberg-მა 2017 წელს მოსალოდნელი საფრთხეები დაასახელა 

Bloomberg-მა 2017 წელს მოსალოდნელი საფრთხეები დაასახელა 

 

ბრიტანულმა გამოცემა Bloomberg-მა იმ ძირითადი საფრთხეების რეიტინგი შეადგინა, რომელიც მსოფლიოს 2017 წელს ემუქრება. აღნიშნულ საფრთხეებს შორისაა რუსეთის ფედერაციის აღზევება და აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი. გარდა ამისა, Bლოომბერგ-მა 2017 წლის საფრთხეებს შორის ყველაზე სახიფათოდ ევროპაში შესაძლო პოლიტიკური ცვლილებები დაასახელა. კვლევაში მონაწილეობდა 146 ანალიტიკოსი, ეკონომისტი და სტრატეგი. მათ დაასახელეს 3 ტიპის რისკი.

არჩევნები ევროპაში

Brexit-ის შემდეგ, პოპულისტებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი მიეცათ, მათ შორის საბერძნეთში, პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. აგრეთვე ვადამდელი არჩევნები შეიძლება დიდ ბრიტანეთშიც ჩატარდეს.

აშშ-ის დაცვის გარეშე დარჩენილი მსოფლიო

იმ ფაქტმა, რომ დონალდ ტრამპს დიპლომატიური გამოცდილება და საერთაშორისო საკითხების ცნობადობა არ გააჩნია, მსოფლიო შეიძლება სერიოზულ ცვლილებებამდე მიიყვანოს. მაგალითისთვის, ტრამპის მეთაურობით, აშშ შეიძლება აღარ იყოს სერიოზული შეკავების ძალა და დაკარგოს “მსოფლიო ჟანდარმის” როლი, ხოლო გზა რუსეთსა და ჩინეთს დაეთმობა. მსგავს ვითარებაში საკუთარ პოზიციებს გააძლიერებენ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები; იაპონია და საუდის არაბეთი კი ბირთვული პროგრამებით დაკავდებიან, ხოლო ჩრდილოეთ კორეა დაამტკიცებს, რომ ფლობს ბირთვულ იარაღს, რომლის საშუალებითაც შეუძლია ამერიკის ტერიტორიას შეუტიოს.

კიბერომი

აშშ-ში ჰაკერული თავდასხმების მთელი სერია განხორციელდება, მთავარი სამიზნე კი ინფრასტრუქტურის ობიექტები იქნება, მათ შორის ელექტროსადგურები, ჰაკერების სამიზნეთა შორის აგრეთვე იქნება ავტოპილოტი მანქანები. თავდასხმების უკან კი უმსხვილესი სახელმწიფო იდგება – რუსეთი ან ჩინეთი.

 

“კუბის ქობინთა კრიზისი”

 

აშშ-ის პრეზიდენტობის პოსტზე, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კურსს გააუქმებს და კუბას დაუახლოვდება. სოციალისტური სახელმწიფო ჩინეთთან და რუსეთთან აღადგენს მჭიდრო ურთიერთობას და მოსკოვს ჰავანაში დაზვერვის მონაცემთა ბაზის გახსნის საშუალებას მისცემს. ამის გამო, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდება, რომ მსოფლიოს 1962 წლის კარიბის კრიზისი, იგივე “კუბის ქობინთა კრიზისი” გაახსენდება.

 

მექსიკის დაცემა

 

ტრამპი ტრამპი შეასრულებს პირობას, მექსიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას დაიწყებს. მექსიკის ეკონომიკა დაინგრევა, ძალაში კი მოვლენ პოპულისტები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილნი. ქვეყანაში ნარკობიზნესი აყვავდება.

აქციები აშშ-ში

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ში, ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება. წესრიგის დასამყარებლად კი, პრეზიდენტი იძულებული იქნება, ზოგიერთ მსხვილ ქალაქებში კომენდანტის საათი გამოაცხადოს. ქვეყანა ფაქტობრივად ორ ბანაკად გაიყოფა, ოპოზიციის ცენტრი კი კალიფორნიაში იქნება.

რუსეთის აღზევება

 

ტრამპის იზოლირებადი პოლიტიკის გამო, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს არჩევანის გაკეთება მოუწევს – რუსეთთან მოლაპარაკება, ან შეიარაღება. Bloomberg-ის პროგნოზის მიხედვით, მერკელს შეუძლია პირველი ვარიანტი აირჩიოს და ზეწოლის შესუსტების სანაცვლოდ, რუსეთის ფედერაციის პრეტენზიები ყირიმსა, სირიასა და ბელარუსთან მიმართებაში აღიაროს. რუსეთის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე აღდგება, რუბლი გამყარდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის და წასვლის თაობაზე დაიწყებს ფიქრს.

ეკონომიკური ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის

 

ტრამპის მიერ ჩინეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ, პეკინი იუანის დევალვაციას მოახდენს, გააუქმებს `ბოინგების” შეკვეთებს და აიფონების გაყიდვებს დაბლოკავს. ამასთან, თავად ჩინეთი დიდ რეცესიაში აღმოჩნდება. ტრამპთან უთანხმოების შედეგად ამერიკული ბაზრის დაკარგვის ფონზე ჩინეთში 1997 წელს აზიის ბაზარზე მომხდარი ფინანასური კრიზისი განმეორდება.

ირანისა და საუდის არაბეთის ომი

 

საუდის არაბეთის მცდელობები, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება, არაფრისმომცემი იქნება, სახელმწიფოში სამეფო გადატრიალება მოხდება. ახლო აღმოსავლეთში ძალათა ბალანსი საუდის არაბეთის დიდი ხნის მტრის, საუდის არაბეთის მხარეს გადავა. აშშ-ის შემაკავებელი ძალის გარეშე კი ირანსა და საუდის არაბეთს შორის ომი დაიწყება, ორი მხარე, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ორი უმსხვილესი სახელმწიფოა, რის გამოც, შექმნილი სიტუაციას სანავთობო ბაზარს კრიზისამდე მიიყვანს.

Share