Home » ეკონომიკა » ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები – მათი როლი და პერსპექტივები ეკონომიკასა და ბიზნესში
ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები – მათი როლი და პერსპექტივები ეკონომიკასა და ბიზნესში

ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები – მათი როლი და პერსპექტივები ეკონომიკასა და ბიზნესში

ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები – მათი როლი და პერსპექტივები ეკონომიკასა და ბიზნესში – ამ თემებზე ისაუბრეს გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. გადაცემის სტუმრები იყვნენ  Hall Finney ჯგუფის დამფუძნებელი, კრიპტოკონსულტანტი ჯაბა დოლიძე და ბლოკმენტორი, კრიპტოკონსულტანტი ლუკა ქობალია.

ლუკა  ქობალიას თქმით, ბიტკოინზე მოთხოვნა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში გაზრდილია.

„დღეს თუ ადამიანებს სურთ კრიპტოვალუტაში ჩადონ ინვესტიცია, მათ ჯერ ბიტკოინი უნდა იყიდონ და შემდგომ გაყიდონ სხვა ვალუტაში. ამიტომაა, ბიტკოინზე მოთხოვნა ზრდადი.

ვინაიდან, დღეს ბიტკოინის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 150 მილიარდ აშშ დოლარამდეა ( და ეს დიდი რიცხვი არ არის ამ ბაზრისთვის) , მათში ფასის ხელოვნური ცვლილებები მარტივია. ფასის მანიპულაციას ახორციელებენ ე.წ „ვეშაპები“ . ეს ადამიანები ფლობენ 100 ათას ბიტკოინზე მეტს და მათ აქვთ შესაძლებლობა  ნებისმიერი ქმედებით გავლენა მოახდინონ ბიტკოინის ფასზე.  შესაბამისად, რაც უფრო დეცენტრალიზებულია ბიტკოინის მფლობელთა რაოდენობა და მისი წილი, მით უფრო სტაბილური ხდება ფასი.

რაც შეეხება ბლოქჩეინს, ბლოქჩეინი წარმოადგენს ერთგვარ მონაცემთა ბაზას, სადაც შეყვანილია ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ. სისტემა 2009 წელს პირველად სატოში ნაკამოტომ შექმნა, ეს გახლავთ 9 გვერდიანი დოკუმენტი,სადაც გაწერილია ყველა ის წესი,რომელიც დღემდე ამუშავებს ნებისმიერ კრიპტოვალუტას,“ – ამბობს ლუკა.

ჯაბა დოლიძის თქმით, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მსოფლიოში დაბნეულობაა და  განსხვავებული რეგულაციები არსებობს.

„აშშ-ში კრიპტოვალუტებს შემოსავლების სამსახური აღიქვავს,როგორც ქონებას, ხაზინა აღიქვავს,როგორც ელექტრონულ ფულს და ფასიანი ქაღალდების კომისია,როგორც ფასიან ქაღალდს. შესაბამისად, სხვა ორგანოები სხვა სტატუსს ანიჭებენ და შესაბამისად, რეგულაციებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. დაბნეულობაა ამ სფეროში,უმრავლეს ქვეყანაში იგი  ლეგალურ ან ნაცრისფერ ზონაშია და არ იციან რა ქნან, არსებობს გამონაკლიზი ქვეყნები,რომლებიც ცდილობენ მის აკრძალვას.  მთავარი მიზეზი ამ დაბნეულობის არის ის,რომ არ იციან როგორ შეზღუდონ არალეგალური ფულის გათეთრება და მოძრაობა, ან როგორ დაიცვან ინვესტორები.

არსებობს რამდენიმე ტიპის ბლოკჩეინი, ე.წ public-საჯარო, ნახევრად საჯარო და კერძო ბლოკჩეინი. მაგალითად, ბიტკოინი საჯარო ბლოკჩეინია და არის სრულად დეცენტრალიზებული. ჩაკეტილი ბლოკჩეინის მაგალითია კომპანია რიპლი,რომელსაც აქვს კერძო ბლოკჩეინი. როცა ვსაუბრობთ ბლოკჩეინის მიერ ამოცანის ამოხსნაზე, უნდა ვახსენოთ და განვმარტოთ რომელ ბლოკჩეინზე ვსაუბრობთ. არსებობს ეთერიუმი,რომელიც ქმნის ინოვაციურ სმარტ კონტრაქტებს. მხარეები წინასწარ თანხმდებიან შედეგზე და როცა ეს შედეგები დაიდება, უკვე ბლოკჩეინით ხდება მისი აღსრულება.

არსებობს ქოინების სხვადასხვა კატეგორიების, არის ქოინები,რომლებიც ემსახურება მეტ ანონიმურობას, არის ვალუტები,რომლებიც ეჯიბრებიან ბითქოინს ტრანზაქციის სისწრაფეში,“- ამბობს ჯაბა დოლიძე.

წყარო:commersant.ge

Share