Home » საზოგადოება » ბლოკჩეინ სისტემებით ინვესტიციების დეცენტრალიზაცია სახელმწიფოსა და საბანკო სექტორებისგან
ბლოკჩეინ სისტემებით ინვესტიციების დეცენტრალიზაცია სახელმწიფოსა და საბანკო სექტორებისგან

ბლოკჩეინ სისტემებით ინვესტიციების დეცენტრალიზაცია სახელმწიფოსა და საბანკო სექტორებისგან

კონცეფცია – ბლოკჩეინ სისტემებით საერთაშორისო ინვესტიციების სივრცის დეცენტრალიზაცია სახელმწიფოსა და საბანკო სექტორებისგან

აღნიშნული კონცეფციის მიზანია ბლოქჩეინ სისტემაში უძრავ–მოძრავი ქონების გაციფრულება და მასზე საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელება პირდაპირი გზებით. ამასთანავე შესაძლებელი იქნება კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვა საბაზრო ღირებულებისგან განსხვავებით მაღალ ფასებში, ასევე დატვირთვა კრიპტოვალუტით რის საფუძველზეც ბირჟაზე გატანილი კოინებით ვაჭრობა მოხდება მაღალ ფასებში. შემოთავაზებული მოდელი საშუალებას გვაძლევს ადგილობრივი ბაზრის აბსოლუტურ დეცენტრალიზაციას და მოცემული მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის თვალსაჩინო გზას.

კონცეფციის განხორციელების მეთოდები – უნდა შეიქმნას საქმიანი ცენტრები და ოფისები ბლოკჩეინ ტრანზაქციების მიმართულებით, სადაც განთავსებულები იქნებიან შიდა ბაზრის კერძო რეგისტრატორები, ქართული კრიპტოვალუტის დამფუძნებლები, საერთაშორისო ბროკერები და მათ შორის სხვადასხვა ბირჟების წარმომადგენლები საქართველოში. კონკრეტულ ქონებას მიენიჭება კერძო რეგისტრატორის მხრიდან კოდი აზომვითი ნახაზების და შიდა კადასტრების მიიხედვით, რათა არ დაირღვეს სახელმწიფოსგან მინიჭებული საზღვრები. უკვე დადგენილი კოდით უძრავ ქონებაზე, მაგ., მიწაზე არსებული კოდი განთავსდება პლატფორმაზე, რის შემდეგაც ბლოკჩეინ სისტემების მეშვეობით A და B შორის მოხდება მესამე პირის მეშვეობით, კერძო რეგისტრატორის მიერ ონლაინ ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ერთი და იმავე ციფრული ღირებულების ორჯერ გამოყენების თავიდან აცილებას (აბსოლუტური სანდოობისა და ანონიმურობის დაცვის გარანტიის ჩათვლით).

დეცენტრალიზებული სისტემისთვის სხვა გამოწვევას წარმოადგენს უკვე განხორციელებული ტრანზაქციების დეცენტრალიზებული შენახვა მომხმარებელთა ანგარიშების ბალანსების განსაზღვრისათვის. უძრავ-მოძრავი ქონების გაციფრულება იქნება რევოლუციური მიღწევა, რომ სამყაროში შესაძლებელი გახდეს დეცენტრალიზებულად პირდაპირი გზით ინვესტიციების განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უაფრთხოდ, ანონიმურად და ყოველგვარი პოლიტიკის ჩარევის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ დონეს, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს და თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიების დანერგვისკენ სწრაფვას.

აუცილებელია შეიქმნას ბლოკჩეინ ტრანზაქციების სერვისები, რათა ადვილად მივიდეს მომხმარებლებამდე მათი სერვისებით სარგებლობაზე ინფორმაცია და გახდეს მათთვის ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული სამყარო.

აღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად კრიპტო სამყაროსთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ინტენსიური კვლევის საგანი უნდა გახდეს ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუციური განვითარება და მათი ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება, სადაც გამოთიშული იქნება ყველა ტიპის ბიუროკრატიული შეზღუდვები კერძო სუბიექტებს შორის. ამ მეთოდით ვანადგურებთ ყოველგვარ მონოპოლიას, ბარიერებს, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი თანამდებობის პირების თუ ჩინოვნიკების უხეშ ჩარევებს ბიზნესში, ვაფართოვებთ ბიზნესის კეთების საზღვრებს. ვუმარტივებთ ინვესტორს საერთაშორისო ბიზნესის კეთების გზებს, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, ასევე ბიზნესში ხელის შეშლისგან დაცვას. ამ შემთხვევაში ვერც ბანკი და ვერც სახელმწიფო ვერ განუსაზღვრავს ინვესტიციის განხორციელების მოცულობას, ვერ მოთხოვს უამრავ სახელმწიფო დოკუმენტს ტრანშების გადმორიცხვასთან დაკავშირებით. ეს გარემო მიმზიდველს გახდის ყველა ინვესტორისთვის და ინვესტიციების განხორციელების მსურველთა დიდი რიგები დადგება საქართველოში.

ზემოაღნიშნულის გარდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინსტიტუციურად განვითარების შემთხვევაში, რაც შესაძლებელია ბლოგერების გაერთიანების გზით, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ Blockchain Save Center’ შექმნა. ამ საქმეში მხოლოდ საკმარისია სერვერების შეძენა გარკვეული რაოდენობით და შერჩეულ სამიზნე ობიექტებზე, ბლოგერების მეშვეობით აქტიური მუშაობის დაწყება. მაგალითისთვის, აღვნიშნავ ჩინეთის ბაზარს, რადგანაც სულ უახლოეს დღეებში მოხდა ბიტკოინის ფასის ზრდა, რასაც ეკონომისტები უკავშირებდნენ ჩინეთში ბიტკოინზე გაზრდილ მოთხოვნას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ მის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა, მაგრამ მას კვლავაც ბევრი ჩინელი ბიზნესმენი იყენებს, როგორც ქვეყნიდან ფულის გატანის მეთოდს. ამ ფაქტის სარგებლობით და ქართველი ბლოგერების გონიერებით, ჩვენ შეგვიძლია ჩინელი ბიზნესმენები მოვიზიდოთ საქართველოს ბლოკჩეინ სისტემებისკენ და მივცეთ მათ ჩვენი სისტემის „ფანჯარა”, სადაც თავისუფლად შეძლებენ მათ გამოყენებას. შამყაროს სრულ გაციფრულებამდე კი, გვაქვს წინადადება, რომ შესაძლებელი იყოს ბლოკჩეინ იქსჩეინჯის, რაც გაითვალისწინებს ბაზარზე არსებული ნებისმიერი უცხოური ვალუტის სასურველ ვალუტაში გადაცვლას. რაც შეეხება ბლოკჩეინ იქსჩეინჯს სხვა დროისთვის გადავდოთ განსახილველად

ავტორი: გიორგი რურუა

Share