Home » ბიზნესი » „ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით“
„ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით“

„ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით“

ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

მისივე თქმით, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობაზე.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურად სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რეიტინგში ვაუმჯობესებთ შედეგებს, ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი ასევე უმჯობესდებოდა ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, ბიუროკრატიულ აპარატში, ბიუროკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა და მათი აღსრულება, მუდმივ დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს. შესაბამისად, მჯერა რომ ჩვენ შევდივართ გაცილებით უფრო აქტიურ ფაზაში ამ ნაწილში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share