Home » საზოგადოება » ბიზნესომბუდსმენს ახალი მოადგილე ჰყავს
ბიზნესომბუდსმენს ახალი მოადგილე ჰყავს

ბიზნესომბუდსმენს ახალი მოადგილე ჰყავს

 გურამ გიორგაძე ბიზნესომბუდსმენის ახალი მოადგილეა. გიორგაძე აპარატში  საბაჟო-საგადასახადო მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით საჯარო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

სამუშაო გამოცდილება

2019 წელი (მარტის თვიდან 10 აპრილამდე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N1 სამმართველოს მთავარი აუდიტორი.

2014-2019 წლები – მივლენილი სპეციალისტი – ქ. თბილისის მთავარი პროკურატურა.

2013-2019 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მთავარი აუდიტორი.

2011-2013 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს საგადასახადო შემოწმების N9 სამმართველოს მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი.

2011 წელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2010-2011 წლები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი.

2010-2011 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2008-2010 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) იურიდიული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი.

2007-2008 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო „აღმოსავლეთი“-ს ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

2006-2007 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“-ს იურიდიული განყოფილების ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი.

2006 წელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“-ს ადმინისტრირების და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების სპეციალისტი.

2005-2006 წლები – ქ. თბილისის მერიის ხანძარსაწინააღმდეგო საქალაქო სამსახურის ზედამხედველობის სპეციალისტი.

2002-2003 წლები – გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, კორესპონდენტი.

2001-2004 წლები – ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა), საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე.

განათლება

2001-2003 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (მაგისტრატურა), „სახელმწიფო ფინანსები“-ს მაგისტრი.

1997-2001 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – „ფინანსები და საბანკო საქმე“ (ბაკალავრი).

სერთიფიკატები

2015 წელი-ბიზნეს კომუნიკაცია.

2011 წელი – საგადასახადო რისკების შეფასება.

2011 წელი – ტრანსფერფრაიზინგი.

2008 წელი – საგადასახადო დავები.

2005 წელი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

ენები

ქართული, ინგლისური, რუსული

Share