Home » ბიზნესი » ბიზნესომბუდსმენი მზადაა “ომეგას” დავალიანების გადახდის გრაფიკის შემუშავებაში უშუამდგომლოს
ბიზნესომბუდსმენი მზადაა “ომეგას” დავალიანების გადახდის გრაფიკის შემუშავებაში უშუამდგომლოს

ბიზნესომბუდსმენი მზადაა “ომეგას” დავალიანების გადახდის გრაფიკის შემუშავებაში უშუამდგომლოს

ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზადაა კომპანია “ომეგას” დაგროვილი დავალიანების ოპტიმალურად გადახდის გრაფიკის შემუშავების მიმართულებით შემოსავლების სამსახურთან უშუამდგომლოს.

ირაკლი ლექვინაძე „ომეგას“ ხელმძღვანელებს გიორგი ქურდაძესა და ნიკოლოზ ასანიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომპანია „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომდბუსმენს აპარატმა, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურს წერილით მიმართა და უშუამდგომლა კომპანია „ომეგას“, რათა კანონმდებლობის და შესაძლებლობების ფარგლებში, განხილულ იქნას კომპანიის მიერ დაგროვილი დავალიანების ოპტიმალური გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა.

Share