Home » ეკონომიკა » ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა
ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა

ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის ფარგლებში ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნდა.

მიმდინარე წლის 5 თვეში, დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 520-ზე მეტი განაცხადია შესული, რაც 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

დღგ-ს ზედმეტობის გადახდის დაბრუნების ვადა 5-დან 14 დღემდე მერყეობს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ვადა კომპანიის დეკლარაციაში არსებული სიზუსტით განისაზღვრება.

უკვე წლის ბოლოდან კი ზედმეტობის დაბრუნების ავტომატურად დაბრუნების სისტემა ამოქმედდება.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share