Home » საზოგადოება » ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საერთაშორისო კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საერთაშორისო კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საერთაშორისო კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს

BTU-ს ახა­ლი რექ­ტო­რი, ან­დრო რუ­რუა უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის, ლი­მე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რია სა­ინ­ჟინ­რო და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რუ­რუ­ას აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. უკა­ნას­კნე­ლი 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან­დრო რუ­რუ­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რი, ლი­მე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პათმცოდ­ნე­ო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის საბ­ჭოს წევ­რი და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა. სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის პო­ზი­ცია ვა­კან­ტუ­რი.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2016 წელს და­ფუძნ­და და მოკ­ლე ხან­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბით და ინო­ვა­ცი­უ­რო­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­თერ­თი მო­წი­ნა­ვეა ქვე­ყა­ნა­ში. სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ინო­ვა­ცი­ურ, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ში ახა­ლი რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გაგ­რძელ­დე­ბა.

Share