Home » ბიზნესი » ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656.5 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 4 პროცენტით, ანუ დაახლოებით 25 ათასით მეტია.

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ზრდა 19.5 ათასს შეადგენს.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალია, ხოლო 59 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა 36.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

2018 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ.

Share