Home » ბიზნესი » ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს:

2018 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% – საშუალო, ხოლო 31,1% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე – 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31,6%.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის I კვარტალში 12,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,3 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,3%-ით მეტი). 2018 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637,0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% – კაცი.

Share