Home » მსოფლიო » ბიტკოინის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა

2019 წლის მაისის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა.

Bloomberg-ის ცნობით, კრიპტოვალუტის აღმავალი ტრენდი მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო-პლატფორმის Top Crypto Exchange-ის მიერ Twitter-ზე გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა. პლატფორმამ ბიტკოინებით $81 მილიონის ტრანზაქცია განახორციელა.

ბიტკოინის ფასმა 28 მაისს 8,500 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2018 წლის 11 მაისის შემდეგ ეს ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ CNN-ი წერს.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბაზარზე  მზარდი ტენდენციაა და მთელი წლის განმავლობაში, ბაზრის კვლავ გააქტიურებას, კრიპტოვალუტის გაძვირებას ისევ ვარაუდობენ.

ბიტკოინის ღირებულებამ წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 9,000 ამერიკულ დოლარს მიაღწია. სხვა კრიპტოვალუტებიდან, მაგალითად, ითერეუმის ფასიც 7%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

Imedinews

Share