Home » საზოგადოება » BITFURY GROUP სასწრაფო განცხადებას ავრცელებს
BITFURY GROUP სასწრაფო განცხადებას ავრცელებს

BITFURY GROUP სასწრაფო განცხადებას ავრცელებს

Bitfury Group-ის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადება რუსთავი 2-ის კვირის გადაცემა “PS”-ში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:

საერთაშორისო კომპანია “ბიტფური ჯგუფი” აცხადებს რომ არა აქვს და არასდროს ჰქონია რაიმეს სახის,პირდაპირი და არც ირიბი შემხებლობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე/ნებისმიერი სახის ბიზნეს აქტივობასთან.

კატეგორიულად ვაცხადებთ,რომ ამდაგვარი არასწორი,გადაუმოწმებელი, პროვოკაციული და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება ჩვენს კომპანიაზე ცალსახად ეწინააღმდეგება როგორც სიმართლეს და საღ აზრს, ასევე ელემენტალურ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და მიმართულია ჩვენი კოპანიის საქმიანობის და რეპუტაციული დისკრედიტაციისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მათ მიერ დასახელებულ წყაროს პრესა.ჯი-ის : გამოქვეყნონ რაიმე სახის რელევანტური(ნებისმიერი) მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ანონსში გასული ინფორმაცია “ბიტფური ჯგუფზე”(ჩვენი საბრენდო ნიშნების გამოყენებით).წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ შესაბამის სამართლებრივ და კანონით გათვალისწინებულ სხვა ტიპის პროცედურებს,საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.მათ შორის, თემის საჯარო განხილვით საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის კომისიაში.

Share