Home » მსოფლიო » Bitcoin-ი ოქროს კვალდაკვალ გაძვირდა
Bitcoin-ი ოქროს კვალდაკვალ გაძვირდა

Bitcoin-ი ოქროს კვალდაკვალ გაძვირდა

Bitcoin-ის ფასი იზრდება. კრიპტოვალუტის ფასმა მიმდინარე კვირას $11 548 შეადგინა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს და კრიპტოავლუტის ფასების კოლერაცია შემთხვევითი არ არის. ექსპერტები ელოდებიან, რომ Bitcoin-ი ოქროს კვალდაკვალ კიდევ გაძვირდება.

2013 წლის აგვისტოს შემდეგ ოქროს ფასმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, – წერს Bloomberg-ი. ლონდონისა და ნიუ იორკის Comex-ის ბირჟებზე ფიუჩერსის ღირებულება 1,2%-ით გაიზარდა, ტრუას უნციისთვის (31,1 გრამი) $1,500 აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის 15 ივლისს კრიპტოვალუტის ფასი ორკვირიან მინიმუმამდე შემცირდა. ბიტკოინის ფასი $ 9 855 გაუტოლდა, რაც 2019 წლის 2 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

26 ივნისს ერთ დღეში ბიტკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა და $12 900 გადააჭარბა. მათ  შორის, ერთ-ერთ მსხვილ ბირჟა Binance -ზე დილით Bitcoin-ი $12 864  ივაჭრებოდა.

29 ივნისს  Coinmarketcap-ის ცნობით, კრიპტოვალუტის ღირებულება ერთ ღამეში 15 პროცენტით, 2.000 აშშ დოლარით შემცირდა და 11.000 აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

imedinews.ge

Share