Home » ბიზნესი » „ბილაინს“ შემოსავლები გაეზარდა, „მაგთის“ და „სილქნეტს“ კი შეუმცირდა
„ბილაინს“ შემოსავლები გაეზარდა, „მაგთის“ და „სილქნეტს“ კი შეუმცირდა

„ბილაინს“ შემოსავლები გაეზარდა, „მაგთის“ და „სილქნეტს“ კი შეუმცირდა

2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ „მაგთიკომი“ იკავებს. ამის შესახებ, ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) დაუფიქსირდა.

2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ ვიონი საქართველოს დაუფიქსირდა:

🔸ვიონი საქართველო – 2.6%-იანი ზრდა
🔹სილქნეტს/ჯეოსელს – 1.8 %-იანი კლება
🔸მაგთიკომი – 0.8%-იანი კლება

მათი ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 21%-ით, „მაგთის“ 2%-ით გაიზარდა. ხოლო, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა კი 0.5%-ით შემცირდა.

Share