Home » ახალი ამბები » ბილაინის მომხმარებელს მომსახურების შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია
ბილაინის მომხმარებელს მომსახურების შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია

ბილაინის მომხმარებელს მომსახურების შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია

ბილაინის მომხმარებელს მომსახურების  შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს კომპანიის მომსახურების ხარისხი მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეაფასოს. ბილაინის მომხმარებელი კომპანიას აწვდის  საკუთარ მოსაზრებას ვების, სოციალური მედიის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ამიერიდან, ამ ჩამონათვალს დაემატა მოკლე კითხვარი SMS-ის სახით, რაც აბონენტს საშუალებას აძლევს შეაფასოს  ბილაინის პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხი.

ბილაინის მომხმარებელს საკუთარი აზრისა და გამოცდილების დაფიქსირებისთვის შეუძლია გამოიყენოს: კომპანიის facebook-ის გვერდი, „ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმა“, სატელეფონო ცენტრი, „პირადი კაბინეტი“ და MyBeeline აპლიკაცია, იმის მიხედვით, რომელი გზა არის აბონენტისთვის უფრო მოსახერხებელი. ბილაინისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნებისმიერი მოსაზრება და კომენტარი, რათა კომპანიამ იზრუნოს მომსახურების  მუდმივ გაუმჯობესებაზე და მომხმარებლის მოთხოვნაზე კიდევ უფრო მეტად მორგებაზე.

Share

About bachana jincharadze