Home » ახალი ამბები » ,,ბილაინის” ახალი მომსახურება – 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი
,,ბილაინის" ახალი მომსახურება - 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი

,,ბილაინის” ახალი მომსახურება – 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ განაცხადა, რომ დღეიდან, ,,ბილაინის” მომხმარებელს შეუძლია სარგებლობა ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით. პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და უზრუნველყოფს მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით 3 საათის განმავლობაში, აქტივაციის მომენტიდან. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#.

ბილაინი მომხმარებელს თავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, მის მომხმარებელს ქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე.

Share