Home » საზოგადოება » „ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უმრავლესობაში ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია“
„ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უმრავლესობაში ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია“

„ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უმრავლესობაში ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია“

ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.

მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ უარჰყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაპირება ხალხის მიმართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ და შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარისი ხმების მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Share