Home » მსოფლიო » ბერძნული კუნძული, რომელიც სახლს გაჩუქებთ და თვეში 500 ევროს გადაგიხდით
ბერძნული კუნძული, რომელიც სახლს გაჩუქებთ და თვეში 500 ევროს გადაგიხდით

ბერძნული კუნძული, რომელიც სახლს გაჩუქებთ და თვეში 500 ევროს გადაგიხდით

საბერძნეთის ულამაზესი კუნძული, რომელიც მოსახლეობის სიმცირეს განიცდის, უნიკალური შეთავაზებით გამოდის. ადგილობრივი მთავრობისა და კუნძულის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით, ახალმოსახლეებს, რომლებიც ანტიკიტერაზე (Antikythera) დასახლებას გადაწყვეტენ, სახლსა და მიწას უფასოდ გადასცემენ, ამას გარდა, მათ, პირველი სამი წლის განმავლობაში, თვეში 500 ევროს გადაუხდიან.

ადგილობრივ მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებით ბევრ ადამიანს მიიზიდავენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებიც მეზღვაურებად, ფერმერებად და მცხობელებად დასაქმდებიან. “ეს ის პროფესიებია, რომლითაც აქ ჩამოსული ადამიანი კარგად გამოიმუშავებს”, – აცხადებს კუნძულის მერი ანდრეას ხარხალაკისი.

კუნძულზე შეყვანილია ინტერნეტი. არის შუქი, გაზი და წყალიც. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ცხოვრებისთვის შესანიშნავ პირობებს იძლევა.

კუნძულზე, რომელიც ეგეოსის ზღვაზე მდებარეობს, ამ დროისთვის მხოლოდ 20 ადამიანი ცხოვრობს, თითქმის ყველა მათგანი ხანშიშესულია. უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში პირველად, შარშან, ანტიკიტერაზე საჯარო სკოლა გაიხსნა, ესეც იმიტომ, რომ კუნძულზე ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა, რომელსაც 2 შვილი ჰყავს. სკოლა მხოლოდ ამ ორი ბავშვისთვის ფუნქციონირებს.

ადრე, კუნძულზე 800 ადამიანი ცხოვრობდა, იყო სკოლა და საბავშვო ბაღიც, სადაც მინიმუმ 70 ბავშვი სწავლობდა.

ბერძნული კუნძულის პროექტში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია: ამ დროისთვის იქ ცხოვრების სურვილი 15-მა ადამიანმა გამოთქვა. საბუთების შევსება ანტიკიტერას ადგილობრივი მთავრობის საიტზეა შესაძლებელი.

BMG

Share