Home » ბიზნესი » ბელარუსულმა კომპანიებმა რუს ტურისტებზე საქართველოს ტურების გაყიდვა დაიწყეს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”
ბელარუსულმა კომპანიებმა რუს ტურისტებზე საქართველოს ტურების გაყიდვა დაიწყეს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”

ბელარუსულმა კომპანიებმა რუს ტურისტებზე საქართველოს ტურების გაყიდვა დაიწყეს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”

ბელარუსული ტურისტული კომპანიები რუს ტურისტებს სპეციალურ ტურისტურ პაკეტებს თავაზობენ. გუშინ და დღეს რამდენიმე ტურისტულმა ოპერატორმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთავაზება გამოაცხადა საქართველოს მიმართულებაზე.

ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას რომელიც მინსკშია განთავსებული, რუსი ტურისტებისთვის სლოგნად არჩეული აქვს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.

ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით,ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

ექსპრესნიუსი

Share