Home » მსოფლიო » ბავშვისთვის სმარტფონი იგივეა, რომ “შესვათ” ნარკოტიკზე – ფსიქოლოგები საშიში ტენდენციის შესახებ
ბავშვისთვის სმარტფონი იგივეა, რომ "შესვათ" ნარკოტიკზე - ფსიქოლოგები საშიში ტენდენციის შესახებ

ბავშვისთვის სმარტფონი იგივეა, რომ “შესვათ” ნარკოტიკზე – ფსიქოლოგები საშიში ტენდენციის შესახებ

უცხოელი სპეციალისტები და ფსიქოლოგები საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით საგანგაშო დასკვნებს აკეთებენ და ამბობენ, რომ სმარტფონს ნარკოტიკის მსგავსი ეფექტი აქვს.

კვლევის თანახმად, რომელშიც 2000-მდე 12 წლის მოზარდი მონაწილეობდა, გამოიკვეთა, რომ 84% სმარტფონის გარეშე სახლიდან ვერ გადის. სმარტფონდამოკიდებულება კი, თერაპევტების თქმით, დეპრესიას, აშლილობას, კისრის ტკივილს, ძილის დარღვევებს და დაუცველობის შეგრძნებას იწვევს.

სმარტფონები და პლანშეტები ორი წლის ბავშვებში მენტალურ პრობლემებს იწვევს.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორებმა ამერიკაში 40 ათასი ბავშვის მონაცემები შეაგროვეს. ისინი 2-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ 2 საათზე მეტს ვინც ატარებდა ტელეფონთან, ისინი კონტროლს კარგავდნენ და ადვილად დამშვიდება არ შეეძლოთ.

ბავშვებს ყველაზე დიდ მაგალითს მშობლები აძლევენ. შეწყვიტეთ ტელეფონის გამოყენება მთელი დღე. არასდროს გამოიყენოთ ტელეფონი ჭამის დროს.

5 წლის ქვემოთ ბავშვებმა სმარტფონებთან მაქსიმუმ 1 საათი უნდა გაატარონ. სკოლის ასაკის ბავშვებმა ან თინეჯერებმა კი დახლოებით 2 საათი.

“რეზონანსი”

Share