Home » ახალი ამბები » ბავშვები სადეპორტო ციხეში, სადაც არც საჭმელია და არც ტუალეტი – ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს
ბავშვები სადეპორტო ციხეში, სადაც არც საჭმელია და არც ტუალეტი - ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვები სადეპორტო ციხეში, სადაც არც საჭმელია და არც ტუალეტი – ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს.

ანსამბლის წევრების თქმით, ამჟამად 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაში არიან გადაყვნილი, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

„ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. ყველა საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ იქ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ათ საათამდე აყურყუტეს. ვითომ შემოწმებებიო, ისინიო, ესენიო და ბოლოს მოჰკიდეს ბავშვებს და ყველას ხელი და შეყარეს სადეპორტო ციხეში ისრაელში, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი მანდ არ არის. არის გაუსაძლისი მდგომარეობა. ჩემი რძალი დაელაპარაკა საკონსულოს და საკონსულომ გასცა ასეთი პასუხი, რომ თუ გაქვთ ფულიო და იყიდეთ ბილეთიო და ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოფრინდნენ უკანო და ამათ იქით-აქეთ ბილეთი, ორი გზა ჰქონდათ ბილეთი ნაყიდი ყველას” – აღნიშნა ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა.

ნიუპოსტი

Share