Home » ახალი ამბები » ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმის ბულვარში კამპანიის “გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განთავსდა.

პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.

ამ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების დროს ითქვა, რომ 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, ეს არის სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

Share