როგორ პირობებს გვთავაზობენ ბანკები იპოთეკური სესხის აღებისას » ბანკები და ფინანსები

როგორ პირობებს გვთავაზობენ ბანკები იპოთეკური სესხის აღებისას

მთავარიფინანსები 24.02.2011

იპოთეკური სესხები - მოიწყვე ცხოვრება დღეს და გადაიხადე ხვალ

იპოთეკური სესხები შეიძლება შეფასდეს, როგორც უძრავი ქონების დაგირავება სახლის ან უძრავი ქონების შესაძენად. იგი, როგორც წესი, გრძელვადიანი სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თუკი საკმარისი დანაზოგი არ გაგაჩნიათ, შეიძინოთ, ააშენოთ, გაარემონტოთ სახლი, ბინა ან აგარაკი. იპოთეკური სესხები ჩვეულებრივი სესხებისგან იმით განსხვავდება, რომ აუცილებლად მოითხოვება უზრუნველყოფა, რომელიც დაიტვირთება იპოთეკით. კონკრეტული უზრუნველყოფა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში ბანკის სახელზე სესხის დაფარვამდე გაფორმდება. შესაბამისად, საიპოთეკო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი უფლებას იტოვებს, სესხის ვერ ან არ დაფარვის შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს და დაგირავებული უძრავი ქონების რეალიზაციაზე უფლება მიიღოს. სესხის უზრუნველყოფა შეგიძლიათ იმ უძრავი ქონებით, რომლის შეძენასაც აპირებთ; თქვენს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონებით ან ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
ქართულ ბაზარზე მოქმედი ბანკები იპოთეკურ სესხებს მხოლოდ იმ პირებზე გასცემენ, რომლებსაც ყოველთვიური, სტაბილური შემოსავალი აქვთ (ხელფასი, ყოველთვიური შემოსავალი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ან დივიდენდების სახით), მინიმუმ 350 ლარის ოდენობით. მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 1 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე მუშაობისა - 6 თვეზე ნაკლები. სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლის მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად) ანუიტეტის წესით.
იპოთეკური სესხი 1,000-დან 500,000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტით ლარებში) მერყეობს. სესხით სარგებლობის მინიმალური ვადა 6 თვით, მაქსიმალური კი 10 წლამდე ვადით განისაზღვრება. გამონაკლის შემთხვევაში, იპოთეკური სესხით შეგიძლიათ ისარგებლოთ 25 წლის ვადით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-დან - 22%-მდე მერყეობს. იპოთეკური სესხების გაცემისას ბანკები ე.წ. თანადაფინანსების პრინციპს მიმართავენ, მინიმუმ უძრავი ქონების ღირებულების 20%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაკლდებათ თანამონაწილეობის თანხის ნაწილი, ბანკს შეუძლია შემოგთავაზოთ თანხის დადება დეპოზიტზე დაგროვებადი ანაბრის პრინციპით.
თითოეული კომერციული ბანკი მომხმარებელს საკუთარ პირობებს სთავაზობს, თუმცა, სესხის გასაცემად საჭირო ძირითადი მოთხოვნები ყველა ბანკისთვის საერთოა. განვიხილოთ კონკრეტულად საქართველოში არსებული ბანკები, რა პირობებს სთავაზობენ იპოთეკური სესხის მსურველებს.
"საქართველოს ბანკი": თუ გადაწყვიტეთ ბინის შეძენა, რომლის ღირებულება 100000 აშშ დოლარია, ხოლო თქვენი დანაზოგი 30000 აშშ დოლარს შეადგენს, შეგიძლიათ ისარგებლოთ "საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხით "იპო+". თუ თქვენს დანაზოგს (თანამონაწილეობას), 30,000 აშშ დოლარს წინასწარ გადაუხდით ბინის მესაკუთრეს, მაშინ ისარგებლებთ 120 თვიანი "იპო+"-ით 70,000 აშშ დოლარის ოდენობით, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 17.6, ხოლო ყოველთვიური გადასახადი 1243 აშშ დოლარი იქნება.
მაგრამ, თუ თქვენს დანაზოგს (სადეპოზიტო თანამონაწილეობას), 30,000 აშშ დოლარს, განათავსებთ საანაბრე ანგარიშზე, მიიღებთ "ახალ იპო+"-,ს უკვე 100,000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდება 10.6%-მდე, ვადა გაიზრდება 142 თვემდე, ხოლო ყოველთვიური გადასახადი ისევ 1243 აშშ დოლარი იქნება. თანამონაწილეობა განისაზღვრება მინიმუმ 24%-ით.
ზოგადად, ბანკში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 13%-დან იწყება.
"თიბისი ბანკი": სესხის მაქსიმალური თანხა 500,000 აშშ დოლარი/800,000 ლარია. მინიმალური თანხა 2,000 აშშ დოლარი/3,500 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.5%-"პროკრედიტ ბანკი": "პროკრედიტ ბანკის" იპოთეკური კრედიტით შეუძლია ისარგებლოს ყველას, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს ხელფასის სახით. ბანკი მომხმარებელს ორი სახის იპოთეკურ სესხს სთავაზობს: სტანდარტული იპოთეკურ კრედიტსა და შეღავათიან იპოთეკურ კრედიტს.
სტანდარტული იპოთეკური კრედიტის პირობებში მომხმარებელს შეუძლია 500-დან 100,000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ევროში), 300-დან 17,000 ლარამდე ისარგებლოს, 15 წლამდე ვადით. გადახდის პირობები: ყოველთვიური თანაბარი შენატანები.
ხოლო, თუ თქვენ ხელფასი "პროკრედიტ ბანკში" გერიცხებათ, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი იპოთეკური კრედიტით - 500-დან 100,000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ევროში), ან 300-დან 17,000 ლარამდე, 15 წლამდე ვადით.
ბანკი "რესპუბლიკა": მომხმარებელს სთავაზობს იპოთეკურ სესხს "ჩემი კუთხე" სესხის მინიმალური თანხა 2000 აშშ დოლარი, მაქსიმალური თანხა კი შეუზღუდავია. წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-დან განისაზღვრება. სესხის ვადა 6 თვიდან 25 წლამდე. იმისთვის, რომ სესხი დაგიმტკიცდეთ, აუცილებელია ყოველთვიური 400 აშშ დოლარის შემოსავალი.
"ვითიბი ბანკი": ბანკი გთავაზობთ იპოთეკურ სესხს 5000-დან 500,000 აშშ დოლარამდე, 120 თვემდე ვადით, წლიური 13%-დან. სესხის გაცემის საკომისიო 1%-ით განისაზღვრება, სესხის დაფარვის გრაფიკი - ყოველთვიურად ან თვეში 2-ჯერ. სესხი გაიცემა აშშ დოლარსა და ევროში. მსესხებელს უზრუნველყოფად მსესხებლის საკუთრებაში არსებული ან შესაძენი უძრავი ქონება, ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოეთხოვება. სესხი გაიცემა მხოლოდ 23-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით (გადასახადების გადახდის შემდგომ) გააჩნიათ; სამუშაო გამოცდილებ? 12 თვემდე განისაზღვრება.
"ბაზის ბანკი": ბანკში იპოთეკური სესხით 1,000-დან 100,000 აშშ დოლარამდე (მისი ეკვივალენტი) სარგებლობის საშუალებას გაძლევთ, 6 თვიდან 10 წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან განისაზღვრება. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, თუ თქვენი ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი მინიმუმ 500 ლარს შეადგენს.
"KSB ბანკი": ბანკი იპოთეკურ სესხს 5,000-დან 150,000 აშშ დოლარამდე გთავაზობთ, წლიური 18%-დან. იმისთვის, რომ ისარგებლოთ `სტანდარტ ბანკის~ იპოთეკური სესხით, აუცილებელია თქვენი მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი 400 აშშ დოლარს შეადგენდეს.

მაგდა ლორთქიფანიძე


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}