Home » ბიზნესი » “ბანკმა უკვე კარგად იცის მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის შიდა სამზარეულო”
"ბანკმა უკვე კარგად იცის მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის შიდა სამზარეულო"

“ბანკმა უკვე კარგად იცის მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის შიდა სამზარეულო”

“არიან ისეთი ბანკებიც, სადაც ჩემთვის პროექტის მიტანა არ არის უსაფრთხო”

აფბას საბჭოს წევრმა, „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა, აფბას ბიზნესსაბჭოს პირველ სხდომაზე საბანკო სექტორის მსხვილი ფიგურანტების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ბიზნესის უდიდეს ნაწილში არსებობს უნდობლობის განცდა. კერძოდ,

“ბანკების ნაწილთან მე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს. ვერ დავასახელებ რომელ ბანკებზე მაქვს საუბარი, თუმცა არიან ისეთი ბანკებიც, სადაც ჩემთვის პროექტის მიტანა არ არის უსაფრთხო. იმიტომ რომ, არ ვიცი რომელ მაგიდაზე აღმოჩნდება იგი, არ ვარ დაზღვეული, რომ ბანკი მას არ შეხედავს კონკურენტის თვალით. როცა ბიზნესმენი ბიზნეს-გეგმით მიდის დაფინანსების მოსაპოვებლად ბანკთან, რომელსაც იმავე პროფილის აქტივი აქვს, დიდი ალბათობით ის ვერ იღებს დაფინანსებას, ან თუ მიიღო კონკურენტული გარემო დარღვეულია, ვინაიდან ბანკმა უკვე კარგად იცის მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის შიდა სამზარეულო”, – განაცხადა იაშვილმა.

Share