Home » ბიზნესი » ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ბაზარს „ყლაპავენ“
ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ბაზარს „ყლაპავენ“

ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ბაზარს „ყლაპავენ“

რა თანხებს კარგავს სადაზღვევო სექტორი გაჭედილი კანონის გამო

2019 წლის მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. მათგან 16 კომპანია, დაზღვევის სრულ სპექტრს მოიცავს. ანუ, ფლობენ როგორც სიცოცხლის დაზღვევის, ისე სხვა ტიპის დაზღვევის ლიცენზიას. მხოლოდ ერთი კომპანია არის ორიენტირებული ნახევარ სპექტრზე და ის მომხმარებელს მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს.

თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბაზარზე წილების მიხედვით, თუ მოზიდული პრემიების ოდენობით, ბაზრის ძირითადი წილი მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე ნაწილდება.

ასე მაგალითად: ბაზარი 5 მსხვილ კომპანიაზე ნაწილდება და პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. საერთო ბაზრის 40%-ს კომპანია ალდაგიფლობს, მას 16%-ით თი ბი სი დაზღვევა მოჰყვება, მესამე ადგილს კომპანია ჯი პი აი იკავებს 14%-ით, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი 6.45-5.94 %-ნი წილებით ირაო და უნისონი, ინაწილებენ.

სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზრის გადანაწილება განსხვავებულია სადაზღვეო პროდუქტების მიხედვითაც და თუ საერთო სურათში კომპანია “ალდაგი დომინირებდა, მაგალითად სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ის ხუთეულშიც არ გვხვდება. ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კი ლიდერი კომპანიების ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილს 34%-ით “იმედი L-ი იკავებს, 24%-ით მეორე ადგილზეა “ჯი პი აი, მესამე ადგილს 14 %-ით “არდი იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციებზე 6-6 %-ით, “ირაო და “პსპ არიან.

მცირედით განსხვავებული სიტუაციაა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისას, თუმცა ლიდერთა ხუთეული არც ამ მიმართულებაშია, მნიშვნელოვნად განსხვავებული. როგორც ზოგადად ბაზრის გადანაწილების შემთხვევაში, ამ მიმართულებაზეც ბაზარს ორი მთავარი მონაწილე ჰყავს. პირველ ადგილზე 26 %-ით “თი ბი სი დაზღვევა იკავებს, მას მოსდევს “ალდაგი და “ჯი პი აი 20 – 17% -ით. ბოლო ადგილებს კი აქაც 5-5% -ით “ირაო და “არდი ინაწილებენ.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც ნაწილობრივ პასუხს სცემს ბოლო ათწლეულის კითხვას, თუ რატომ ვერ ვითარდება სადაზღვევო სექტორი, თუმცა მოდით უფრო დეტალურად ჩავშალოთ პროცესები.

მაგალითად, სექტორმა გასული წლის 9 თვეში 417 მლნ პრემია მოიზიდა, მიმდინარე წელს ის მხოლოდ 64 მლნ გაიზარდა და 481 მლნ მცირედით გადააჭარბა. წმინდა მოგება კი თითქმის ერთი პროცენტით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე, ძირითადად, ადგილობრივი კომპანიები ოპერირებენ და საერთაშორისო მოთამაშეებიც მნიშვნელოვანი წაგებით ტოვებენ ბაზარს, როგორიც იყო, მაგალითად, “კოპენბურის ქეისი. მთავარ კითხვად რჩება თუ კონკრეტულად რა აფერხებს სადაზღვევო სექტორის განვითარებას.

საქმე კი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგალითად შევხედოთ ზემოთ ნახსენებ “კოპენბურის ქეისს. კომპანია რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალის გამო გადაწყვიტა ბაზრის დატოვება, “თი ბი სი ბანკმა შეიძინა, იმის მიუხედავად, რომ თავად კომერციული ბანკების მხრიდან არაერთგზის გვსმენია მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ.

ცხადია, ნებისმიერ ბაზარზე, ისეთი ახალი მოთამაშის შემოსვლა, რომელსაც ზურგს ქვეყნის მოწინავე კომერციული ბანკი უმაგრებს, ხელსაყრელი არ არის, ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რადგანაც ისინი უკვე არათანაბარ პირობებში არიან ამ მოთამაშესთან. თუმცა ”თი ბი სი დაზღვევის” უპირატესობები, სხვა სადაზღვეო კომპანიებთან, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და კომპანია ხშირად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, ბოროტადაც იყენებს.

მაგალითად, თუ სესხის აღება “თი ბი სი ბანკში გადაწყვიტეთ და სესხიც უნდა დააზღვიოთ, თქვენ ამის გაკეთება ბანკის შვილობილ კომპანიაში “თი ბი სი დაზღვევაში მოგიწევთ. მაგრამ, თუ თქვენ სხვა სადაზღვევო უკეთეს პირობებს გთავაზობთ, ასეთ შემთხვევაშიც არ გეძლევათ სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სესხზეც უარს გეტყვიან.

თუმცა, არაპროფილური აქტივები სადაზღვეო სექტორში მხოლოდ “თი ბი სი ბანკს არ გააჩნია და ამით მოწინავე “საქართველოს ბანკია, რომელიც სადაზღვეო ბაზარზე კომპანია “ალდაგს ფლობს.

მუშაობის პრინციპები და უპირატესობები, სხვა კომპანიებთან შედარებით, ალდაგსაც იგივე აქვს, რაც “თი ბი სი დაზღვევის” და არც ამ შემთხვევაში აღიარებს, რაიმე კავშირს “საქართველოს ბანკი, სადაზღვევო სექტორთან და კომპანია “ალდაგთან”.

არსებულ სიტუაციაში უკვე გასაგებია, თუ რატომ არიან ბაზრის ლიდერები ბანკებთან აფილირებული სადაზღვეო კომპანიები, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაშიც კარგად ჩანს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვან წილად აფერხებს მთლიანად სადაზღვეო სექტორის განვითარებას, არის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. აღნიშნულ რეგულაციას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და კანონპროექტიც მზად არის, თუმცა კანონმდებლებმა კანონპროექტის კანონად ქცევა, ჯერაც ვერ მოახერხეს.

თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია უხეშად მიმოვიხილოთ, თუ რა რაოდენობის თანხებს კარგავს სადაზღვეო სექტორი, ამ კანონის გაჭიანურების გამო. ამისთვის კი გამოვიყენოთ ის საპილოტე მონაცემები, რომელიც კანონპროექტის პირველ ვარიანტში განიხილებოდა. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ავტოპარკი 1.5 მლნ ავტომობილს აჭარბებს და მათგან მხოლოდ 7%-ი სარგებლობს დაზღვევით. გამოდის, რომ ბაზარზე 1.4 მლნ ავტომობილზე მეტი დაზღვევის გარეშე გადაადგილდება. თუ ამ რიცხვს გავამრავლებთ 10-15 ლარზე, რომელიც მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის სავარაუდო ტარიფად უნდა განისაზღვროს სექტორი, უხეში გათვლებით თვეში 150 მლნ ლარს კარგავს.

ასეთ რეალობაში გასაგებია, თუ რატომ ვერ ვითარდება სადაზღვევო სექტორი, თუმცა გაუგებარია რატომ ჭიანურდება უკვე 2 წელზე მეტია, აღნიშნული კანონის მიღება, როდესაც ამისთვის ყველა წინაპირობა მზადაა და სექტორიც მნიშვნელოვან თანხებს კარგავს.

პაატა თურქია

Share