Home » საზოგადოება » ბანკებს მიწის დასაკუთრება კონკრეტული ვადით შეეძლებათ
ბანკებს მიწის ფლობა კონკრეტული ვადით შეეძლებათ

ბანკებს მიწის დასაკუთრება კონკრეტული ვადით შეეძლებათ

საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა დომინანტი პარტნიორი უცხოელი, ან არარეზიდენტი კომპანიაა სესხის უზრუნველყოფაში ჩარჩენილი სასოფლო მიწის ფლობა მხოლოდ 2 წლით შეეძლებათ.

სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლებათ სასოფლო მიწის უზრუნველყოფით სესხები გასცენ, მაგრამ იმ შეთხვევაში, თუ ეს მიწა მათ საკუთრებაში გადავა ეკრძალებათ მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მისი გამოყენება და ასევე ეკისრებათ ვალდებულება 2 წლის ვადაში გაასხვისოს იგი.

ასეთივე მოთხოვნაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, მაგალითად, როგორიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC -ი, ან ADB რომელთა სიას მთავრობა შეადგენს.

კანონპროექტის პირველადი ვერსიით, უცხოური კაპიტალით ფორმირებულ ბანკებს მიწის ფლობის უფლება მხოლოდ 1 წლით ჰქონდათ. საფინანსო სექტორში კი, მიიჩნევედნენ, რომ რეალიზაციისთვის არანაკლებ 3 წლიანი ვადა უნდა მისცემოდათ.

თუ ბანკს ფლობის უფლება არ ექნება ამ სამეურნეო მიწის ან ის შეფასდება ძალიან დაბალ ფასად ან უბრალოდ ვერ დაიგირავებს, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ბანკებზე ასეთი გამონაკლისი არ გავრცელდება დაარტყამს ფერმერებს და ძალიან დიდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აგრო პროექტების დაფინანსებაზე, – ამბობდნენ ბანკირები.

ის, რომ მიწის მორატორიუმით მნიშვნელოვნად შეფერხდა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მთავრობაც აღიარებს.

„ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი სტიმულირება,”- თქვა დანელიამ.

GBC

Share