Home » ფინანსები » ბანკებმა იანვარ–სექტემბერში ჯარიმებიდან და საურავებიდან 62  მილიონის შემოსავალი მიიღეს
ბანკებმა იანვარ–სექტემბერში ჯარიმებიდან და საურავებიდან 62  მილიონის შემოსავალი მიიღეს

ბანკებმა იანვარ–სექტემბერში ჯარიმებიდან და საურავებიდან 62  მილიონის შემოსავალი მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით ჯამში 62 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ჯარიმებიდან და საურავებიდან, მხოლოდ 2018 წლის სექტემბერში მიღებულმა შემოსავალმა 7,8 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 19,502 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,351 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

Share