Home » ფინანსები » ბანკებმა 6 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს
ბანკებმა 6 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს

ბანკებმა 6 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს

2018 წლის მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 47,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 15,8 მლნ ლარით ნაკლებია.

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში მათ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 111 154 056 ლარის შემოსავალი მიიღეს, სადანაც 63 515 675 ლარი იყო პირველ კვარტალში, 47 638 381 ლარი კი მეორე კვარტალში.

კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. (მონაცემები მოიცავს 2018 წლის 2 კვარტალს)

1 – „თიბისი ბანკი“ – 50 977 318 ლარი

2 -„საქართველოს ბანკი“ – 43 182 800 ლარი

3 – „ტერა ბანკი“ -5 516 214 ლარი

4 – ბანკი ქართუ – 2 820 665 ლარი

5 – „პროკრედიტ ბანკი“ – 2 269 127 ლარი

Share