Home » ფინანსები » ბანკებმა 3 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 23,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
ბანკებმა 3 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 23,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

ბანკებმა 3 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 23,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 23 მილიონ 376  ათას 969 ლარის შემოსავალი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 5 მილიონ 338 ათას 129 ლარით მეტია. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-მარტში ბანკებმა ჯარიმა/საურავებიდან 18 მილიონ 38  ათას 840 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წელს ჯარიმებიდან ყველაზე მეტი – 7 მილიონ 331 ათას 99 ლარის შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო,  მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“ – 4 მილიონ 525 ათას 409 ლარით, მესამე ადგილზე კი „კრედოა“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 მილიონ 364 ათას 527 ლარის შემოსავალი მიიღო.

მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „ბანკი ქართუ“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ, შესაბამისად, 2 მილიონ 931 ათას 708 და 2 მილიონ 257 ათას 744 ლარის შემოსავლით.

Share