Home » ბიზნესი » ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 211,8 მლნ ლარს შეადგენს
ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 211,8 მლნ ლარს შეადგენს

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 211,8 მლნ ლარს შეადგენს

2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 211 833 608 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე – 57,7 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: 

საქართველოს ბანკი- 96 296 456 ლარითიბისი ბანკი – 57 750 111 ლარი

ქართუ ბანკი – 36 559 044 ლარი

ბაზისბანკი – 9 506 263 ლარი

ვითიბი ბანკი – 9 135 972 ლარი

bpn.ge

Share