Home » ბიზნესი » ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 149,5 მლნ ლარს შეადგენს
ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 149,5 მლნ ლარს შეადგენს

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 149,5 მლნ ლარს შეადგენს

2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება 149 586 191 ლარს შეადგინს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. საანგარიშო პერიოდისთვის დასაკუთრებული ქონების მოცულობით 46,7 მლნ ლარით მეორე ადგილზეა თიბისი ბანკი. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლის ანგარიშზეც 25,3 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)

  • საქართველოს ბანკი- 56 934 467 ლარი
  • თიბისი ბანკი – 46 754 801 ლარი
  • ქართუ ბანკი – 25 396 007 ლარი
  • ვითიბი ბანკი – 8 934 731 ლარი
  • ბაზისბანკი – 8 909 285 ლარი
Share