Home » რეიტინგი » „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს
„ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს

„ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო ინტერნეტბანკი ,,თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა.

გამოკითხულთა 42%-ის აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის ინტერნეტბანკიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა შეაფასა.

გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 15 ბანკი, რომელთაც დანერგილი აქვთ ინტერნეტბანკინგი. საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ,,პროკრედიტ ბანკი“ 9%.

www.bfm.ge -ის ვერსიაში, საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკთა შორის, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: % ,,ლიბერთი ბანკი“ 5%, ,,ვითიბი ბანკი – ჯორჯია“ 3%, ,,კორ სტანდარტ ბანკი“ 2%, ,,ქართუ ბანკი“ 1%, ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ 1%, ,,ბაზისბანკი“ 1%, ,,კაპიტალბანკი“ 1%, ,,პაშა ბანკი – საქართველო“ 1%, ,,პროგრესბანკი“ 1%, ,,რესპუბლიკა ბანკი“ 1%, ,,სილკროუდ ბანკი“ 1%, ,, ჰალიკ ბანკი – საქართველო“ 1%.

ბანკი პროცენტული რაოდენობა
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო 1%
ბაზისბანკი 1%
ვითიბი ბანკი – ჯორჯია 3%
თიბისი ბანკი 42%
კაპიტალბანკი 1%
კორ სტანდარტ ბანკი 2%
ლიბერთი ბანკი 5%
პაშა ბანკი – საქართველო 1%
პროკრედიტ ბანკი 9%
პროგრესბანკი 1%
რესპუბლიკა ბანკი 1%
საქართველოს ბანკი 30%
სილკროუდ ბანკი 1%
ქართუ ბანკი 1%
ჰალიკ ბანკი – საქართველო 1%

Share