Home » ფინანსები » ბანკები ანაბრებს სულ უფრო ცოტა სარგებელს არიცხავენ
ბანკები ანაბრებს სულ უფრო ცოტა სარგებელს არიცხავენ

ბანკები ანაბრებს სულ უფრო ცოტა სარგებელს არიცხავენ

ლარის ანაბრებზე სარგებელი შემცირებულია.

ეროვნული ბანკის  სტატისტიკით,  ≥1 წ. ვადიანობის  დეპოზიტის საბაზრო განაკვეთი 10.9%-ია (L/Y– 11.7%).

ფიზიკური პირების ლარში დანაზოგი, 1 დეკემბრისთვის, 2.8 მლრდ ლარის ფარგლებშია. პორტფელის 1/4  1 წელზე მეტი ვადიანობით არის განთავსებული.

სულ, საბანკო სექტორში  12.5 მლრდ ლარამდე ფიზიკური პირების სახსრებია (L/Y- 11 მლნ).

სარგებელი სავალუტო ანაბარზეც შემცირებულია, საშუალოდ, 4%-მდე, თუმცა, რეალურად უფრო ნაკლებია.

დეპოზიტარების უმრავლესობა  2 ბანკის კლიენტია (თიბისი, საქართველოს ბანკი), რომელსაც ბანკი 4 %-მდე სარგებელს სთავაზობს აშშ დოლარში, 0.5%-მდე ევროში და 1.6% ფუნტში.

GBC.GE

Share