Home » ბიზნესი » „ბახტაძის განცხადებას ვეთანხმები, ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს“
„ბახტაძის განცხადებას ვეთანხმები, ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს“

„ბახტაძის განცხადებას ვეთანხმები, ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საბანკო სექტორის მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია გასატარებელი, მაგრამ ეს ბანკების ჩართვით უნდა მოხდეს.

„საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ფორმულა. ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს. ამიტომ, ნებისმიერი მოცემულობა, რომელიც ამ ეჭვსაც კი აჩენს,უკვე ხელის შემშლელია განვითარებისთვის.

არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ბახტაძე, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია. იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკების მოგების ხვედრითი წილი, როდესაც ძალიან იზრდება (ჯარიმების და მხოლოდ იმ ნაწილიბ, რომელშიც ინვესტიციები არ არის დომინანტი), უკვე ცუდი ინდიკატორია. თუკი ბანკები არ დაუბრუნდებიან თავის რეალურ ფუნქციას, მაშინ ყველანი ერთად დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით“, – განუცხადა “აიპრესს” კაკულიამ.

Share