Home » საზოგადოება » ბაკალავრიატზე სწავლება 3 წლამდე შემცირდა, მაგისტრატურაზე კი 1 წლამდე
ბაკალავრიატზე სწავლება 3 წლამდე შემცირდა, მაგისტრატურაზე კი 1 წლამდე

ბაკალავრიატზე სწავლება 3 წლამდე შემცირდა, მაგისტრატურაზე კი 1 წლამდე

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს უკვე წელსვე შეუძლიათ შეამცირონ ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა 3 წლამდე და მაგისტრატურის 1 წლამდე. თუმცა, ბაკალავრიატის შემთხვევაშე პირველ ეტაპზე ეს სიახლე მხოლოდ ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნებისთვის ამოქმედდება.

მაგისტრატურის სწვალის ხანგრძლივობის შემცირება კი ეტაპობრივად მოხდება პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას შეეხება და შემდგომში უკვე სხვა მიმართულებებსაც.

„უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ეს ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის ოქტომბრიდან და მასში წერია, რომ 3 წლიანი საბაკალავრო და 1 წლიანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელების წესი და პირობები უნდა დადგინდეს მინისტრის ბრძანებით.

 საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ შესაძლებლობას როდის გამოიყენებენ და მიმართავენ შესაბამისი განცხადებით სამინისტროს, უახლოეს მომავალში დავინახავთ.

Share