Home » ბიზნესი » Babillon Tower-ის მშენებლობა განახლდება – მთავრობამ ინვესტორ კომპანიას 45.7 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა
Babillon Tower-ის მშენებლობა განახლდება - მთავრობამ ინვესტორ კომპანიას 45.7 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა

Babillon Tower-ის მშენებლობა განახლდება – მთავრობამ ინვესტორ კომპანიას 45.7 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა

რამდენიმეწლიანი შეჩერების შემდეგ, ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ინვესტორმა კომპანიამ Tam Geo აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი. ასევე, წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა.

2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25 დოლარის პირგასამტეხლო ერიცხება.

მათი ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Tam Geo-ს შორის 2012 წელს დადებული კონტრაქტი მალე განახლდება და ახალი ვალდებულებების მიხედვით, Babillon Tower-ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. თავისი შინაარსით ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მაღალი კლასის 168 ნომერზე გათვლილ სასტუმროს, საცურაო აუზს, კაფე-ბარებს და რესტორნებს, კაზინოს, სავაჭრო ცენტრს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართს გააერთიანებს.

შეგახსენებთ, კომპლექსის მშენებლობა ინვესტორი კომპანიის მფლობელებს შორის სამართლებრივ დავას უკავშირდებოდა.

Gbc.ge

Share