Home » ეკონომიკა » აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება
აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება და 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 0,2 პროცენტით გაუსწრებს. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მიერ წარმოდგენილ მიმოხილვაშია ნათქვამი.

ანალიზის მიხედვით, 2018 წელს მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება 3,5 პროცენტამდე, 2017 წლის 6 პროცენტიანდონესთან შედარებით, რისი მიზეზიც, მიმოხილვის ავტორების თქმით, სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვაა, რის შემდეგაც ინფლაციის უფრო მეტად, 3 პროცენტამდე შემცირებას ელოდებიან.

ADB-ის მკვლევარების ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებას მიმოხილვის ავტორები 2019 წელს, 8,5 პროცენტამდე ელოდებიან, ექსპორტითა და ტურიზმით მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

„პროგნოზების რისკს წარმოადგენს მოსალოდნელზე უფრო სუსტი საექსპორტო მაჩვენებელი, თუ საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები უარყოფითი მოლოდინებით იქნება განპირობებული და პირიქით, საგარეო ბაზრებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა, უზრუნველყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

Share