Home » ეკონომიკა » “აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა”
"აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა"

“აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა”

 

“აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა,”- ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის კანცელარიაში სოკარი საქართველოს ხელმძღვანელთან და სოკარის გეგნერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა საქართველოში აზერბაიჯანული გაზის შემოსვლის საკითხები განიხილეს.

“იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას,” – განაცხადა კახა კალაძემ

Share