Home » საზოგადოება » აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ
აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ

აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ

რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გან­სა­ზღვრას, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოც ჩარ­თუ­ლია.

“სა­პარ­ტრი­არ­ქო ითხოვს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი გა­ნი­სა­ზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ 22 წელი ოპ­ტი­მა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ თეთ­რს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ოჯა­ხე­ბის­თვის პრობ­ლე­მაა” – გან­მარ­ტავს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლი ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­ში თან­ხებს სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან გა­და­რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, აიკ­რძა­ლე­ბა თან­ხე­ბისსწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან გა­და­რი­ცხვა. თა­მა­შის მსურ­ველ­მა ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნოს სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში უნდა შექ­მნას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა სხვას არ ექ­ნე­ბა.

“ჩვენ ასე­ვე ვი­თხოვთ მო­თა­მა­შე­ე­ბის ერ­თი­ა­ნი რე­ესტრის შექ­ნას, რათა რე­გის­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე გავ­რცელ­დეს. სა­უ­ბა­რია ერ­თი­ან ბა­ზა­ზე, რო­მელ­ზეც წვდო­მა ექ­ნე­ბა ყვე­ლას, ვინც ამ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა, რად­გან, მა­გა­ლი­თად, თუ მო­თა­მა­შეს სა­სა­მარ­თლომ კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში აუკ­რძა­ლა, ამის შე­სა­ხებ სა­დღაც ხომ უნდა გა­მოჩ­ნდეს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი ამის შე­სა­ხებ გა­და­ა­მოწ­მებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. და­ახ­ლო­ე­ბით, რო­გორც სა­ბან­კო სფე­რო­შია, ასე­თი ბაზა იქ­ნე­ბა. თუ რე­გის­ტრა­ცი­ას არ გა­ივ­ლი, მა­შინ უკვე ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ში ლე­გა­ლუ­რად ვერ შეხ­ვალ, არა­ლე­გა­ლურ შეს­ვლას კი თა­ვი­სი სან­ქცი­ე­ბი ექ­ნე­ბა. ჩვენ არა­ვის არა­ფერს ვუკ­რძა­ლავთ, უბ­რა­ლოდ, რე­გის­ტრა­ცი­ას ვი­თხოვთ, იმი­ტომ რომ ჩვენ უნდა დავ­თვა­ლოთ, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქეა ჩარ­თუ­ლი,” – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გავ­რცელ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზეც. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პირს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვა აეკ­რძა­ლე­ბა, რის­თვი­საც მას შე­საძ­ლოა, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა და­ე­ვა­ლოს. კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

Allnews.ge

Share