Home » მსოფლიო » აზარტული თამაშების გამო, მამამ ერთი წლის შვილი გაყიდა
აზარტული თამაშების გამო, მამამ ერთი წლის შვილი გაყიდა

აზარტული თამაშების გამო, მამამ ერთი წლის შვილი გაყიდა

ჩინეთის პროვინცია გუიჯოუ ქალაქ გუიანის მცხოვრებმა ვალების გადახდის მიზნით ერთი წლის ასაკის ბავშვი გაყიდა. ამის შესახებ პორტალი dailymail.co.uk წერს.

უმუშევარი მამაკაცი ინტერნეტში აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა და 60 000 იუანი (6798 ფუნტი სტერლინგი) ვალი დაედო. აზარტულმა მოთამაშე მამამ მოახერხა და დაარწმუნა შვილის აყვანის მსურველი წყვილი, რომ ცოლთან გაშორების და მშობლების სიკვდილის შემდეგ ის ბავშვის გამოსაზრდელი სახსრების გარეშე დარჩა. წყვილი დათანხმა შეთავაზებას და 2018 წლის ნოემბერის დასაწყისში მამამ ერთი წლის ასაკის ბავშვი თავისი საცხოვრებელი სახლიდან 1800 კმ-ის დაშორებით, სხვაა პროვინციაში მცხოვრებ წყვილს ჩაუყვანა და 6800 ფუნტი სტერლინგი აიღო მათგან.

ბავშვის სახლიდან გაყვანისას მან მოატყუა ცოლს, რომ ბავშვის ბებიასთან მიყავდა სტუმრად. სახლში დაბრუნებული კი მუდამ რაიმე მიზეზს იგონებდა და ასე ამართლებდა ბავშის ბებიასთან დიდი ხნით დარჩენას.

დედამ მხოლოდ სამი თვის შემდეგ იეჭვა, რომ ქმარი მას ატყუებდა, მისი ტელეფონი შეამოწმა და ბავშვის მყიდველებთან გაგზავნილი და მათგან მიღებული შეტყობინებები ნახა. იმ დღესვე ის დედამთილთან გაემგზავრა და მისგან შეიტყო, რომ მას შვილიშვილი დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა ნანახი. სახლში დაბრუნებულმა ქალმა ქმარი ვეღარ ნახა და პოლიციას დაუკავშირდა.

გოგონა ახლახანს, 14 მარტს ნახეს და დაუბრუნეს დედას, მამა კი, რომელიც ქალაქ გუიანის სასტუმროში იმალებოდა, დააკავეს. მან აღიარა, რომ ვალი დაედო, ინტერნეტში განცხადება ნახა შვილად აყვანის მსურველების და გადაწყვიტა თავისი ერთი წლის გოგონა მიეყიდა მათთვის. მამაკაცი ამჟამად დაპატიმრებულია და ამ კონკრეტული დანაშაულის გარდა ეჭვმიტანილი ადამიანებით ვაჭრობის სხვა შემთხვევებშიცაა.

ბავშვების გატაცება მათი გაშვილების ან იძულებით შრომის მიზნით, ჩინეთისთვის მეტად სერიოზული სოციალური პრობლემაა. წლის განმავლობასი ჩინეთში 70000-მდე ბავშვს იტაცებენ ამ მიზნით.

ipress.ge

Share