Home » საზოგადოება » ავტოავარიების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა
ავტოავარიების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა

ავტოავარიების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა

“ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანმდევი პროცესი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომრავლებაა, რამაც თავის მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება. 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც.

ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემის მასშტაბებზე მიგვითითებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

ზემოაღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წლისთვის საქართველოშია და საშუალოდ 156-ს შეადგენს 1 მილიონ მოსახლეზე.

Share