Home » მსოფლიო » ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ
ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ. მათ შორის არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სოციალური საკითხების მინისტრი. „თავისუფლების პატიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტის ნახევარს აკომპლექტებდნენ. მათმა გადადგომამ მთავრობაში ქაოსი გამოიწვია.

მინისტრების გადადგომა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის, ვიცე-კანცლერის ჰაინც კრისტიან შტრახეს ირგვლივ აგორებლ სკანდალს უკავშირდება, რომელმაც ასევე დატოვა თანამდებობა.

კერძოდ, გასულ კვირას გერმანულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, საიდანაც ირკვევა, რომ ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქის ქალიშვილთან გარკვეულ შეთანხმებაზე მსჯელობდა და კონტრაქტების გაფორმებას სთავაზობდა. თავად შტრახემ განაცხადა, რომ მისი ქმედება ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვია და აღნიშნული ქმედებები მისი მხრიდან იყო „უპასუხისმგებლო“ და „სულელური“.

Share