Home » საზოგადოება » ავსტრიის ელჩი – მე ინტერვიუში მკაფიოდ მივუთითე, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია
ავსტრიის ელჩი - მე ინტერვიუში მკაფიოდ მივუთითე, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია

ავსტრიის ელჩი – მე ინტერვიუში მკაფიოდ მივუთითე, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია

საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო ქართული მედიის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო „ბი ემ ჯიმ“ გაავრცელა საქართველოში ავსტრიის ელჩ არად ბენკოს ინტერვიუ. აღნიშნული სააგენტოს ცნობით, ელჩი აცხადებს, რომ „საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან ნაკლებობა უშლის ხელს“.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი აღნიშნავს, რომ „პრესის მიერ გავრცელებული მისი განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი“.

„30 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა საათნახევრიანი ინტერვიუ რამდენიმე ელჩთან, რომელიც საქართველოს ბიზნესგარემოს ეხებოდა. პრესამ საქართველოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები მე მომაწერა.

ფაქტი კი ის არის, რომ ეს განცხადებები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი იმ ინტერვიუდან, რომელშიც ხაზგასმული იყო ფართო შესაძლებლობები და განხილული იყო ინვესტიციებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში და ტურიზმში. ეს ის სფეროებია, სადაც ავსტრია აქტიურია საქართველოში. მინდა, გავიმეორეო – მე ინტერვიუში მკაფიოდ მივუთითე, რომ კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ საქართველო არის მიმზიდველი ჰაბი სამხრეთ კავკასიაში. ავსტრიული კომპანიები ძალიან მოწადინებულები არიან, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ, სავაჭრო მისიების გაზრდილი რაოდენობა და გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა არის ამის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. მაგრამ როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში პოტენციალი არ არის ამოწურული, რომ ორივე მხარემ იმუშაოს ბიზნესპარტნიორების დასაკავშირებლად. პოლიტიკური გარემოს ახნისას გამოყენებული იყო ფრაზები, რომელთა არასწორი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი.

მინდა, ხაზი გავუსვა საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიის ზრდისთვის. ავსტრია ამაყობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით, ევროკავშირის ტვინინგის ინსტრუმენტის გამოყენებით. მაშინ, როდესაც არსებული საჯარო შესყიდვების სისტემა სრულად ფუნქციონირებს, ხოლო ტვინინგის პროექტის მიზანია, მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან.

ზოგადი განცხადება, რომელიც უკავშირდება შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს: მეგობრებსა და პარტნიორებს ევროპაში ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით და ავსტრია ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენ ყველა სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – ნათქვამია ავსტრიის ელჩის განცხადებაში.

Share