Home » მსოფლიო » ავსტრალიურმა VERSA-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა
ავსტრალიურმა VERSA-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

ავსტრალიურმა VERSA-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

როგორც გამოცემა BBC წერს, ციფრული მარკეტინგის სააგენტო Versa-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულები ორშაბათსა და სამშაბათს ჩვეულ რეჟიმში, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხუთშაბათსა და პარასკევს კი სამსახურს განახლებული ენერგიით უბრუნდებიან.

Versa-ს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს უფრო ეფექტურად ასრულებენ და უკეთ კონცენტრირდებიან.

Versa ავსტრალიის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც განახლებულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა – თანამშრომლებს 5 დღის ანაზღაურებას უხდის, 4 დღის განმავლობაში კი ამუშავებს.

ოთხშაბათობით, კომპანიის წარმომადგენლები არცერთ შეხვედრას არ ნიშნავენ, ხოლო თუ კლიენტებს გადაუდებელი საქმე აქვთ, შეუძლიათ, თანამშრომლებს ტელეფონით დაუკავშირდნენ.

Share