Home » Author Archives: zaza khorbaladze (page 4)

Author Archives: zaza khorbaladze

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა”

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. გვენეტაძის თქმით, როგორც ადრე, ამჯერადაც სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ზოგადად, ეკონომიკის შოკებისადმი მდგრადობისთვის მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება აუცილებელია. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. მისიამ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკის ბოლო მოვლენები, შეაფასა რეფორმები. დღეს დილით უკვე ვებგვერდზე განთავსდა პრესრელიზი, ...

Read More »

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რის გამოც მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რის გამოც მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები

საქართველოში ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ნიშნავს, რომ  მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, „თუ ასეთი ასახვა არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ  პრობლემები დაგროვდება და მერე ერთბაშად გამოვლინდება“. „მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვარიდებს დიდ მერყეობებს. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც დღეს ეკონომიკაში გვაქვს, ნამდვილად კარგია. ...

Read More »

“ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს – ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს”

"ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს - ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს"

ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა. „გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. მათ პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდის კუთხით საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდეს 4,8%-დან 5,5%-მდე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ ...

Read More »

“მოგვიწევს მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ “(ვიდეო)

"მოგვიწევს მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ "(ვიდეო)

“დავკარგავთ ისევ ყველაფერს და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, რომ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა აცხადებს. “ჩვენ ისე აღარ გვინდა, როგორც ადრე იყო, ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ ვინმე წამოდგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ 4 წელი გავიდა და ეს ხელისუფლება, ეს პრეზიდენტი ამას ვერ ცვლის. ...

Read More »

“აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა…” – სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

"აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა..." - სოხუმში სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შტაბი შექმნეს

აფხაზეთში, როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი სახემწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხაჯიმბას გადადგომაა. თანასწორობისა და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და პოლიტიკური ექსპერტი პაატა დავითაია მიიჩნევენ, რომ საერთოეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება ადგილობრივი ოპოზიციის მანევრია, რისი მეშვეობითაც ისინი მომავალი ე.წ. არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ მიზნით სოხუმში აფხაზ ომის ...

Read More »

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი მოლაშქრე რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მოლაშქრეებთან კავშირი ორი დღის წინ გაწყდა. მოლაშქრეების დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, აღნიშნული პირები დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მცხეთის პოლიციაში დაკავებულების ახლობლები ამ წუთებში გამომძიებლებს ხვდებიან.

Read More »

“უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას”

"უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას"

უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია დამკვიდრდეს სამართლიანი ეკონომიკური წესები. „საზოგადოებამ იცის ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას. ჩვენ ვიხილეთ ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, რომელიც მომავალში შესაძლოა ...

Read More »

რომელ ქვეყნებთან იგეგმება პირადობის ელექტრონული მოწმობებით მოგზაურობის შემოღება

რომელ ქვეყნებთან იგეგმება პირადობის ელექტრონული მოწმობებით მოგზაურობის შემოღება

პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელებს უფლება ექნებათ, ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება. „წინა შეხვედრის დროს განვაცხადე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ...

Read More »

გაყიდული ტერიტორიების 42%-ს აკონტროლებენ ირანელები, თურქები და არაბები

გაყიდული ტერიტორიების 42%-ს აკონტროლებენ ირანელები, თურქები და არაბები

უძრავი ქონების ექსპერტი ნიკოლოზ კახეთელიძე შებდეგი ინფორმაციას ავრცელებს: “ერთი თვეა ვაკეთებ კვლევას, რომელიც ეხება უძრავ ქონებას თბილისში. ამ ეტაპზე შევარჩიე ნაძალადევის რაიონი. აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორში გაყიდული ტერიტორიების (მიწა) 42% უკვე ეკუთვნით ირანის, თურქეთის, არაბეთის მოქალაქეებს. ეს ტერიტორიები ძირითადათ არის დაკონსერვებული, ანუ რეალური ინვესტიცია არ კეთდება. არის შეფარული ყიდვის შემთხვევებიც, მაგალითად, ფიქტიურად მოჰყავთ ცოლად ქართველი (ძირითადათ იძულებით გადაადგილებული პირი) და ...

Read More »

სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება

სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება

თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმის მოცულობა 20 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც. ახალი ცვლილება დღეიდან ამოქმედდა. კოდექსის მიხედვით, 4-ჯერ იზრდება შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუ აქამდე დამრღვევ პირზე ჯარიმა შეადგენდა 50 ლარს, დღეიდან ის 200 ლარამდე გაიზარდა. კოდექსი ...

Read More »