Home » Author Archives: zaza khorbaladze (page 3)

Author Archives: zaza khorbaladze

აშშ „არაბული ნატო-ს“ ფორმირებას იწყებს

მედია - აშშ „არაბული ნატო-ს“ ფორმირებას იწყებს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი ალიანსის ფორმირებას შეუდგა, ორგანიზაციას „ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსი“ (MESA), არაოფიციალურად – „არაბული ნატო“ ერქმევა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით გამოცემა Defence News იუწყება. „ალიანსის რიგებში უნდა შევიდნენ: საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი, ომანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და იორდანია. ორგანიზაციის მიზანი ტერორიზმთან და ექსტრემიზთან ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შენარჩუნება ...

Read More »

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – „თბილისი“ განთავსდეს

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა - „თბილისი“ განთავსდეს

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – „თბილისი“ განთავსდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროექტების განხილვა მერიასთან არსებულ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე მოხდება. „ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა – „თბილისი“ ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა „თბილისი“ იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. ამ საკითხს განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ...

Read More »

“ქალაქში არის მწვანე სივრცეების პრობლემა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ქმედებების შედეგია”

"ქალაქში არის მწვანე სივრცეების პრობლემა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ქმედებების შედეგია"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებულ ქმედებებს უკავშირებს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რესტორან „ოტიუმთან“ მშენებლობის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა, არსებობს პრინციპები, რომლის გადახვევაც არ შეიძლება. „გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოტიუმის“ წინ დაიწყეს უკანონო მშენებლობა. მაშინვე მოხდა რეაგირება ჩვენი მხრიდან. არსებობს პრინციპები, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, ...

Read More »

გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ქობულიას თქმით, ის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება, თუმცა სამინისტროს თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი აქვს. მისივე განმარტებით, მას ყოფილ სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული პროცესები აქვს დასასრულებელი, ასევე, მინისტრი ამბობს, რომ მას საკუთარ ჯანმრთელობის საკითხზეც უწევს სხვა ქვეყანაში ყოფნა. „რაც მინისტრად დავინიშნე, ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია, ასე ვთქვათ, ...

Read More »

კახა კალაძე კვირაში ერთხელ, დედაქალაქის ყველა რაიონში ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის

კახა კალაძე კვირაში ერთხელ, დედაქალაქის ყველა რაიონში ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ყველა რაიონში, კვირაში ერთხელ ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და ასევე შეეხო გარევაჭრობის თემასაც. კალაძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც დინამო არენას ტერიტორიაზე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ გარევაჭრობის აკრძალვას ეხებოდა. კალაძის თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებს კანონი ავალდებულებს, რომ გარევაჭრობა არ დაუშვან. „რამდენიმე დღის წინ სოციალურ ...

Read More »

“უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლების მისაღებად ერთი და იგივე უძრავი ქონების გამოყენებით, ე.წ. კარუსელს ატრიალებენ”

"უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლების მისაღებად ერთი და იგივე უძრავი ქონების გამოყენებით, ე.წ. კარუსელს ატრიალებენ"

ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კანონში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს. “ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 ...

Read More »

როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

Bloomberg: Apple-ის ახალი ფლაგმანური მოდელი 6,5 დუიმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სმარტფონს გახდის. საერთო ჯამში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 3 ახალ iPhone-ს წარადგენს. სააგენტოს ცნობით, მოწყობილობები დიზაინით iPhone X-ის მსგავსი იქნება, მათ მხოლოდ ზომა განასხვავებს. სმარტფონები OLED-ეკრანებით იქნება აღჭურვილი. მათი უკანა პანელი კი მინით იქნება დაფარული და მასზე განთავსდება ორმაგი კამერა. ახალ მოდელებში აქცენტი ტელეფონების მუშაობის ...

Read More »

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი  კი  ელექტროენერგიას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში „მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ ...

Read More »

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან – ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა. იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან – ...

Read More »

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 232,8 მლნ ლარს შეადგენს

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 232,8 მლნ ლარს შეადგენს

2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა 232 829 987 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 90,9% კომერციულ ბანკებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 211 833 608 ლარი შეადგინა. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. ...

Read More »