Home » Author Archives: zaza khorbaladze (page 10)

Author Archives: zaza khorbaladze

პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

სახელმწიფო პენსიის ინდექსაციაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ფინანსთა სამინისტრომ უახლოეს ცხრა თვეში მთავრობას სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა წარუდგინოს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება. პენსიის ინდექსაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება უკვე ასახულია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა ...

Read More »

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტები სამკურნალო საშუალებისა და სერიული აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, განადგურების თაობაზე დადგენილი წესების დარღვევით არსებულ ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენდა ან საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოსული და არარეგისტრირებული სამკურნალო პროდუქტები იყო. ...

Read More »

კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება

კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება

კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა. მისი თქმით, ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზი გაძვირდა. „კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად ...

Read More »

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

"ეროვნულმა ბაკმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა"

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნულის გამო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება დაიდება. „დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა ...

Read More »

ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია. კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ...

Read More »

“ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის”

ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის

ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ლარის მერყეობა გარკვეულწილად გვიცავს. „ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი კურსის გასამყარებლად არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან ისეთი ქვეყნები, ...

Read More »

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი, იგივე Travel Assistance Services AS LLC იხსნება. ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სავიზო ცენტრი მომსახურების ხარისხს გაზრდის, კერძოდ, ცენტრის საშუალებით რუსეთის ვიზების გაფორმების პროცედურა დაჩქარდება და გამარტივდება. “აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები”, – წერია განცხადებაში. ცენტრი თბილისში რუსეთის ფედერაციის ...

Read More »

“ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება”

"ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება"

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთ ეკლესიებს კერძო პირები აშენებენ. „ჩემი აზრით, ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ იმ ისტორიული ეკლესიების გადასარჩენად, რომლებიც ინგრევა. ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვერ ახორციელებს მათ გადარჩენას, რადგან მას შეზღუდული რაოდენობის ბიუჯეტი აქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დღეს ...

Read More »

7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია

7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია

ტურიზმიდან შემოსავლები ზრდის კარგ ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ცნობით, 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.792 მლრდ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ივლისში ამ სექტორიდან შემოსავალი 431 მლნ დოლარია, წლიურ ჭრილში ზრდა 13.7% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ივლისის შემოსავალი წლის მაქსიმუმზეა. ტურიზმიდან 2017 წელს საქართველომ 2.75 მლრდ დოლარი მიიღო. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2.16 მლრდ, 2015 -ში 1.93 მლრდ იყო.

Read More »

“დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ”

"დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ"

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ...

Read More »