Home » Author Archives: zaza khorbaladze

Author Archives: zaza khorbaladze

პროფესიული განათლების სტუდენტები შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ

პროფესიული განათლების სტუდენტები შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომოტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არსებობს ინიციატივა, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საკითხს მასშტაბური განხილვა სჭირდება. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტში, პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “არის წინადადება პროფესიული განათლების სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს წინადადება არსებობს, თუმცა ის ცდება მხოლოდ განათლების მიმართულებას ...

Read More »

ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა

ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა

საქართველოსთან სავაჭრო ურთერთობა აფხაზეთის საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა. მრავალი წელიწადია, საზღვრისპირა ზონა ფაქტობრივად უბაჟო ვაჭრობის რეჟიმით მუშაობს – საქონელი გადააქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ენგურის ხიდის ორივე მხარეს გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი მხარს უჭერს იდეას, რომ ეს ბაზარი დარეგულირდეს. მისი თქმით, საქონელი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს გადააქვთ, აფხაზურ ბაზარზე დემპინგის პირობებს ქმნის. „პრაქტიკულად, ჩვენი პროდუქტები არაკონკურენტუნარიანი ...

Read More »

“ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია”

"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია"

საქართველო ამ დრომდე არ აწერს ხელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა. „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია,“- განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წარსული არასდროს დაბრუნდება. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ნატოს სამხედრო წვრთნაზეც გააკეთა განცხადება. ხაჯიმბას ...

Read More »

საქართველოში სურსათი გაძვირდა

საქართველოში სურსათი გაძვირდა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი). ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. აგვისტოში ფასები ...

Read More »

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656.5 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 4 პროცენტით, ანუ დაახლოებით 25 ათასით მეტია. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ზრდა 19.5 ათასს შეადგენს. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალია, ხოლო 59 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა 36.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი ...

Read More »

“ჩემი ინიციატივა იქნება, მარიხუანას მოწევა 21 წლიდან იყოს ნებადართული და არა 18 წლიდან”

"ჩემი ინიციატივა იქნება, მარიხუანას მოწევა 21 წლიდან იყოს ნებადართული და არა 18 წლიდან"

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული. მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, მკაცრი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს. „ჩემი პოზიციაა, უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგლამენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. ...

Read More »

1-ლი ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება 3,000 კუბ/სმ ძრავის მქონე ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება

1-ლი ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება 3,000 კუბ/სმ ძრავის მქონე ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია. ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა. ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ინსპექტირების ცენტრებში. ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი ...

Read More »

“მეხორბლეთა საქმე” – ვის სურს “ხორბლის გზის” დაპატრონება

"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს "ხორბლის გზის" დაპატრონება

რატომ აშინებდა მაღალჩინოსანი ქართველ მძღოლებს პანკისში შესული არალეგალური იარაღით პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და “როსტურიზმის” განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ლარსზე ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, – განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების გამოყოფა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

Read More »