Home » Author Archives: Giorgi Kapanadz Jr (page 2)

Author Archives: Giorgi Kapanadz Jr

კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

2019 წლის მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,104 მლნ ლარი შეადგინა, რაც 572 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 75,676 მლნ ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 360,245 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 269,868 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ...

Read More »

ბორჯომელი ბიჭის მოსკოვური ისტორია – ვიცემერობიდან – მულტიმილიონერობამდე

ბორჯომელი ბიჭის მოსკოვური ისტორია - ვიცე–მერობიდან – მულტიმილიონერობამდე

სოსო ორჯონიკიძე, რომლის სახელიც მოსკოვში თითქმის ყველას სმენია, ქართულ ბიზნესში ბოლო პერიოდში გამოჩნდა და თუკი თავიდან ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, ახლა უკვე მედიაშიც საკმაოდ ხშირად ჩნდება. მისმა სახელმა ქართულ ბიზნესში აქტიურად მას შემდეგ გაიჟღერა, რაც თბილისში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსი King David-ი ააშენა. მართალია დღეს უკვე მიაჩნია, რომ თბილისი ასეთი ძვირადღირებული პროექტებისთვის მზად არ არის, თუმცა ისიც ფაქტია, ...

Read More »

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და ...

Read More »

თაღლითობა, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თქვენი ფული სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდეს

თაღლითობა, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თქვენი ფული სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდეს

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა 5 წუთის ინტერვალით ზედიზედ რამდენჯერმე განხორციელდა და ჯამში, 401 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი საჩივრით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, თუმცა როგორ და რა სქემით შეიძლება ...

Read More »

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

რატი აბულაძე: საზოგადოება საჭიროებს შედეგებს. ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა. ამასთან, პრობლემებზე საუბრობს ყველა, ხოლო პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებსა და მიდგომებზე კი ცოტა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემებია: ტერიტორიების დაბრუნება, სიღარიბე და მმართველობის არაეფექტიანობა. ამასთან, პრობლემებზე რა შელამაზებულადაც არ უნდა ვისაუბროთ, პრობლემებია ყველა სფეროსა და ყველა ეკონომიკურ სექტორში. თუმცა, პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ...

Read More »

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 328 ათას 486 შეადგინა, რაც 13 ათას 536-ით ანუ 4.3 პროცენტით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-მარტს, ამ პერიოდში საქართველოში მილიონ 617 ათას 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 882 ათას 130 შეადგინა, რაც 42 ათას 590-ით ...

Read More »

პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა. “საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე ...

Read More »

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, გამონაკლისის სახით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება ექნებათ

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, გამონაკლისის სახით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება ექნებათ

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ორგანული კანონის პროექტს, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობას განსაზღვრავს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს – მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდსა თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გამონაკლისის სახით, უფლება ეძლევათ, ცალკეული პროექტების განხორციელებისას, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობდნენ. სხვა უცხოური იურიდიული პირებისთვის მიწის ფლობა აკრძალული ხდება. კანონპროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელიაა.

Read More »

„პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა დღემდე ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია“

„პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა დღემდე ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია“

ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქავას. „ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი ...

Read More »

მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება

მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50კმ. გზის მეორე ლოტის, მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ამ გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკორდის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ისაუბრეს.  მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება ორზოლიანი, 9მ. სიგანის ასფალტის საფარის მოწყობა,  13 ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები  ვარაუდობენ, ...

Read More »